
ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომას, ჩვენი ინფორმაციით, არ დაესწრება ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ამ საქმეში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს და ზურაბ ადეიშვილს, ბრალი ამ საქმეზე ხანდაზმულობის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე წარუდგინეს. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ამ ტიპის საქმეების შეჩერებასაც ითვალისწინებს.
ეს არის 8 მარტის შეთანხმების კიდევ ერთი უგულებელყოფა. კიდევ ერთს იმიტომ ვამბობ, რომ რურუას ნაწილში ეს შეთანხმება არ არის შესრულებული... როდესაც აწყობდათ, ოქრუაშვილი მათთვის იყო მოწმე - ახლა კი ბრალი წაუყენეს, - ამბობს "ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა.