დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართება. პროცესზე წინა სასამართლო სხდომაზე პენიტენციური სამსახურის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე იმსჯელებენ. შუამდგომლობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას ეხება, რომელიც "ემპათიის" დასკვნაზეა.
ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მოითხოვს, რომ მსგავსად მომზადებული სამედიცინო დოკუმენტი საქმეს არ უნდა დაერთოს.
"შუამდგომლობა დააყენა მოწინააღმდეგე მხარემ, შუამდგომლობა იყო თუ განცხადება მეც ვერ გავიგე და ვერც მოსამართლემ გაიგო, მაგრამ ნუ რაც მოიტანეს - სამხარაულის დასკვნა, ვითხოვთ სამხარაულის დასკვნის არდაშვებას, მთელი რიგი მიზეზების გამო, გამოკვეთა ინტერესთა კონფლიქტი, ეს ერთი, ასევე პროცესუალური დარღვევები და მთელი რიგი უზუსტობები", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
დღეს დაგეგმილია 4 ექიმის დაკითხვა, ერთ-ერთია გერმანელი გასტროენტეროლოგი.