დღეს, 30 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა.
მთავრობის ცნობით, 15:00 საათზე საქართველოს პრემიერმინისტრი და ავსტრიის კანცლერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ორი ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა შეხვედრა 2022 წლის ზაფხულშიც გამართეს.