სლოვენიის დაზვერვამ და უსაფრთხოების სამსახურმა ქალაქ ლუბლიანაში ორი უცხოელი აგენტი დააკავა, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ორი რუსი აგენტი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეობით მუშაობდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსი აგენტები ე.წ "მძინარე აგენტის" პროგრამით, GRU-ს დაკვეთით მუშაობდნენ. ამ პროგრამის ფარგლებში აგენტები ყალბი დოკუმენტების დახმარებით მესამე სამყაროს ქვეყნების, ძირითადად სამხრეთ ამერიკული ქვეყნების მოქალაქეობას იღებენ და ყალბი იდენტობით მოქმედებენ.
დაკავებულებს ბრალად ჯაშუშობა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედებათ, რისთვისაც 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.