40 დღემდე, მძიმე შიმშილობის ფონზე, პაციენტი იღებდა ისეთ პრეპარატს, რაც დაუშვებელი იყო - ჯავაშვილი

გამოქვეყნდა:

ექიმი ენდოკრინოლოგი, ლალი ჯავაშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი შიმშილობის ფონზე იღებდა პრეპარატს, რომელიც სრულიად დაუშვებელი იყო. ამ თემაზე მან სასამართლო პორცესზე ისაუბრა, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ჯავაშვილის  განცხადებით, "ემპათია" პირველი დასკვნის გაკეთების შემდეგ, 12 დეკემბრიდან ამ წლის 18 იანვრის ჩათვლით გაეცნო სამედიცინო ჩანაწერებს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი აცხადებენ, რომ საქმე აქვთ კლინიკურ მალაფსორციასთან და კახექსიასთან. 

"სწორედ 50-დღიანი შიმშილობის ფონზე, პირველ დღეს მიცემული დანიშნულება, ძალიან ჯიუტად და აქტიურად ფიგურირებდა თვეების განმავლობაში, სადღაც ორმოც დღემდე, მანამ ჩვენ ჩვენი თვალით არ ვნახეთ ეს დიაგნოზი, ავტეხეთ განგაში და მოვახსნევინეთ. კონკრეტულად ეს ეხება პრეპარატ მეთფორმინს, რომელიც ნებადართული და ლოგიკურია ფიგურირებდეს დანიშნულებაში პრედიაბეტის შემთხვევაში, მაგრამ სრულად გაუმართლებელია შიმშილობის ფონზე ის მიეცემოდეს პაციენტს, ამიტომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ აუცილებლად. დღეების განმავლობაში, ალბათ სადღაც ორმოც დღემდე, პაციენტი სერიოზული, მძიმე შიმშილობის ფონზე, პაციენტი იღებდა მეთფორმის, რაც სრულად დაუშვებელია, დანაშაულიც კი არის სამედიცინო თვალსაზრისით", - თქვა ჯავაშვილმა. 

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საქმეზე მსჯელობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი