კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი სიცრუეს უწოდებს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პუტინი უკრაინაში ომის დაწყებამდე, სატელეფონო საუბრისას მას რაკეტით დაემუქრა.
"ის, რაც მისტერ ჯონსონმა თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო ზუსტად, ეს სიცრუეა", - განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს.
პესკოვმა თქვა, რომ მან იცის რა განიხილეს ლიდერებმა ამ საუბრის დროს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "არანაირი სარაკეტო საფრთხე არ ყოფილა".
"რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას, პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ნატოს ან ამერიკული რაკეტების პოტენციური განლაგება ჩვენს საზღვრებთან, ნიშნავს, რომ ნებისმიერი რაკეტა მოსკოვს რამდენიმე წუთში მიაღწევს. თუ ეს პასაჟი ასე იქნა გაგებული, ეს არის ძალიან უხერხული სიტუაცია", - თქვა პესკოვმა.
იხილეთ: