საქართველო ავსტრიისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია - კარლ ნეჰამერი

გამოქვეყნდა:

ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ საქართველო ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია.

ჩემთვის მართლაც ძალიან სასიხარულოა, რომ აქ ვიმყოფები. ჩვენ გასული წლის ივლისში შევხვდით ერთმანეთს. ჩვენი შეხვედრა უფრო ადრე პერიოდისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა არ გამოვიდა და ამჯერად, ძალიან მიხარია, რომ შევძელით შეხვედრა, რადგან ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროდუქტიული თანამშრომლობა. ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი დიპლომატიური ურთიერთობების ტრადიცია გვაქვს. უკვე 30 წელია, რაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილია. საქართველო ავსტრიისთვის მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. არსებობს ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მოხდეს მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა", - თქვა ავსტრიის კანცლერმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები შთამბეჭდავია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი