EU-ს რეკომენდაციების შესრულება ყოველთვის მარტივი არაა, მაგრამ ღირს ყველა ძალისხმევის გაძლიერება - ავსტრიის კანცლერი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერს შეხვდა. მოგვიანებით, მედიასთან კომენტარის დროს კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება ყოველთვის მარტივი არაა, მაგრამ ამ მიმართულებით სვლა, ნამდვილად ღირს.

მისი თქმით, ევროკავშირის ინტეგრაციის საკითხი განიხლეს დახურულ შხვედრაზეც.

"ბატონმა პრემიერ-მინისტრმა [ირაკლი ღარიბაშვილი] ისაუბრა იმაზე, თუ რა გაკეთდა იმისთვის, რომ შესრულებულიყო ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები და ჩვენთვის ცხადია, რომ ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ მიმართულებით სვლა, ღირს ყველა ძალისხმევის გაძლიერება, უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება ამ მიმართულებით, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან ეს პროცესი, მათ შორის, მოიტანს ძალიან ბევრ ცვლილებას თვითონშიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის,საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. პოლიტიკურად იმ ადამიანებისთვის, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ეს ყოველთვის ძალიან დიდი გამოწვევაა", - თქვა კანცლერმა.

მისი განცხადებით, ღარიბაშვილს შესთავაზა მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, რა მიმართულებითაც ამის საჭიროება იქნება. ავსტრიის კანცლერი ფიქრობს, რომ არ უნდა იყოს "ერთგვარი შემოკლებული გზა" კანდიდატი ქვეყნებისთვის მიზნის მისაღწევად.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი