რუსეთის განცხადებით, 2026 წლის შემდეგ, შესაძლოა, ამერიკასთან ბირთვული იარაღის შეთანხმება შეწყდეს

გამოქვეყნდა:

ამერიკისა და რუსეთს შორის მოქმედი ბირთვული შეთანხმება, 2026 წლის შემდეგ შეიძლება შეწყდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

როგორც მან რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა,"სრულიად შესაძლებელი სცენარია", რომ ახლანდელი შეთანხმების ვადის გასვლის შემდეგ, ახალი აღარ დაიდოს.

რუსი დიპლომატი ამტკიცებს, რომ START-ის შეწყვეტა არ არის რუსეთის მიზანი, არამედ ეს ამერიკული "ეგოისტური პოლიტიკის" შედეგია. 

"სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებით ვაშინგტონის საკმაოდ გააზრებულ ქმედებებს, რომ იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ეგოისტური ინტერესებით, სხვა ყველაფერს კი უგულებელყოფენ... START-იც ამ კურსის მსხვერპლი შეძლება გახდეს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ სცენარისთვის", - თქვა სერგეი რიაბკოვმა რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-ამერიკის ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებას ვადა 2026 წლის 4 თებერვალს გასდის. მხარეებს ამ დრომდე არ უმსჯელიათ შეთანხმების გაგრძელების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით რუს და ამერიკელ დიპლომატებს შორის შეხვედრა 2022 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა იგი უვადოთ გადაიდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი