
მიხეილ სააკაშვილს სათანადო და კვალიფიციური მკურნალობის გარეშე რამდენიმე კვირაში სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები გაეთიშება, რის შემდეგაც ლეტალური შედეგი გარდაუვალია. ასეთია პროფესორ ჯავაშვილის უმძიმესი დასკვნა, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტმა სასამართლოს წარუდგინა.
მთავარი დიაგნოზი, რომელიც დღეს მტკიცებულების სახით პირველად გაჟღედა, კლინიკური კახექსიაა - მდგომარეობა, რომელიც წონის დრამატული კლებით არის გამოწვეული და სპეციალიზებული ჩარევის გარეშე შემთხვევათა ას პროცენტში სიკვდილით სრულდება. დიაგნოზი სასამართლოში ოთხმა სხვადასხვა პროფილის ექიმმა დაადასტურა. დღეს საბოლოოდ გაეცა პასუხი პენიტენციური სამსახურის შეკითხვასაც - სააკაშვილი არ თუ ვერ იღებს საკვებს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი