"ვივა მედის" ექიმების დაკითხვას ვხსნი, იმედია შემდეგ პროცესზე დავასრულებთ ჩვენ მოწმეებს - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი პროცესი ხვალ გაიმართება. ცენტრ "ემპათიას" ექსპერტების შემდეგ, დაცვის მხარე სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებს გამოკითხავს. 

ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ დასაკითხ სიაში "ვივა მედიდან" მოხვედრილ ექსპერტებს მოხსნიან.

"შემდეგ პროცესზე დავასრულებთ იმედია ჩვენ მოწმეებს, იმიტომ, რომ "ვივა მედის" ექიმების დაკითხვას ვხსნი, იმიტომ, რომ იმნაირ რამეებს ლაპარაკობენ ტელევიზიით და Facebook-ით ჩვენ მომწეებად როგორ უნდა მოვიყვანოთ", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. 

ცნობისთვის, რამდენიმე კვირაა სასამართლო აღნიშნულ საკითხზე მსჯელობს. ოჯახი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და აუცილებელია მოსამართლემ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი