რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს 3+3 ფორმატის მონაწილედ განიხილავს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს 3+3 ფორმატის მონაწილედ განიხილავს. განცხადება უწყების ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებულირომელშიც წერია, რომ მოსკოვის მიზანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთის, ირანისა და თურქეთის მონაწილეობით 3+3 საკონსულტაციო პლატფორმა გაააქტიუროს - კოოპერაციისა და რეგიონული მოთამაშეების ინტერესების შესაბამისად.

"ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ურთიერთქმედება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ თანაბარ დიალოგს საქართველოს და აფხაზეთს, ასევე სამხრეთ ოსეთს შორის.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ 2021 წლის დეკემბერში დაწყებული 3+3 საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ასევე რუსეთი, ირანი და თურქეთი). ეს არის პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება რეგიონული მოთამაშეების ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობის გაძლიერების პრაქტიკულ საკითხებზე ფოკუსირება. ეს მიგვაჩნია სასარგებლოდ და დროულად", - წერს რუსეთის საგარეო კავკასიაში რუსეთის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.

ეს ფორმატი 2021 წელს ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ერდოღანის ინიციატივით დაიწყო, თუმცა საქართველომ უარი თქვა მონაწილეობაზე იმ მიზეზით, რომ რუსეთთან ერთად სამშვიდობო პლატფორმაში ვერ ჩაერთვებოდა.

ამჯერად, რუსეთის საგარეო უწყების ამ განცხადებას ოფიციალური თბილისის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ექსპერტების შეფასებით, ფორმატის მონაწილედ საქართველოს ხსენება პროვოკაციული განცხადებაა და მას საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხი სჭირდება.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი