ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელად დიმიტრიოს კარაბალისი დაინიშნა.
კარაბალისს ამჟამად საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.
კარაბალის საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელის, მანდატი 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან 14 დეკემბრამდე გაგრძელდება. თანამდებობაზე ის პოლონელ დიპლომატს მარეკ შჩიგელს ჩაანაცვლებს.
მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უშიშროების კომიტეტმა მიიღო.