"ქართული ოცნების" ღიად ანტიდასავლური კამპანიის მასშტაბები იზრდება. ხელისუფლების ლიდერებმა სტრატეგიულ პარტნიორებზე მუდმივი თავდასხმის პარალელურად ახალი გეგმის განხორციელება დაიწეს. ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი სულ უფრო ხშირად საუბრობს ქვეყნის ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი პროცესის ჩავარდნაზე და პასუხისმგებლობის ტვირთს მოკავშირეებს აკისრებს.
დღეს მორიგი განცხადება "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა გააკეთა. კახა კალაძის შეფასებას კი კრემლიდან კიდევ ერთი პროვოკაციული და სახიფათო განცხადება უძღოდა, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" ცალსახა პოზიციის დაფიქსირების ნაცვლად დუმილით უპასუხა.