სარეანიმაციოა, მაგრამ სიტყვა რეანიმაცია რომ გაჟღერდეს სასამართლოზე, ის ვალდებული იქნება მაშინვე გაუშვას - ნიკოლოზ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება ისევ არ ეძლევა მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს. ის კლინიკა "ვივა მედში" გუშინაც მივიდა. მისი, როგორც ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი სარეანიმაციო პაციენტია, თუმცა თუ მას რეანიმაციაში გადაიყვანენ, სასამართლოს მოუწევს საქმეზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღოს და ის გაათავისუფლოს.

"რეალურად, იყო დღეს სარეანიმაციო, რეალურად, წინა დღეებში მკვეთრად დაეცა კალიუმი, მკვეთრად დაეცა რკინა, კალციუმი, სხვა სასიცოცხლო პარამეტრები, იყო გონების გათიშვის ელემენტი, ზედიზედ, დღესაც იყო, გუშინაც, გუშინწინაც, ამ სიტუაციაში, ნამდვილად სარეანიმაციოა, პლუს სხვა ყველაფერი. სარეანიმაციოა, მაგრამ სიტყვა რეანიმაცია რომ გაჟღერდეს სასამართლოზე, ის ვალდებული იქნება ამ ექსპერტების და ამ ყველას დასკვნების საფუძველზე, იმავე წუთში, იქვე, ყოველგვარი სათათბირო ოთახში გასვლის გარეშე, გადაწყვეტილება მიიღოს და გაუშვას", - თქვა ნიკოლოზ სააკაშვილმა. 

ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტი რეანიმაციაში გადაჰყავდათ, გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა. აღნიშნული ოფიციალურად "ვივა მედმა" მაშინ არ დაადასტურა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა მოინახულა და როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რეანიმაციაში გადაყვანის შეთავაზება მესამე პრეზიდენტმა კლინიკის ექიმებისგან მიიღო და ისიც დათანხმდა. მოგვიანებით, კლინიკამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაჰყავთ. იხილეთ: 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი