დაცვის მხარე მოწმეების გამოკითხვას ამ კვირაში დავამთავრებთ - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მათი მოწმეების გამოკითხვა ამ კვირაში დასრულდება.

"დაიკითხებიან ცენტრ "ემპათიის" დარჩენილი ექსპერტები, ამით ფაქტიურად ჩვენ ცენტრი "ემპათიის" მოწმეებს მოვრჩებით და კიდევ გვექნება გარკვეული შუამდგომლობების. პარასკევს თუ გადავიდა ერთი-ორი მოწმე, ფაქტიურად ჩვენ ამ კვირაში დავამთავრებთ, რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს, მათაც ჰყავთ მოწმეების სამხარაულის ექსპერტები და კიდევ, მოსამართლემ თქვა, რომ იქნებ ამ კვირაშიო, მაგრამ რამდენად მოესწრება, ვნახოთ", - თქვა ხაჭაპურიძემ. 

"ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ამჟამად პარენტერალური კვება სჭირდება. მისი რეკომენდაციაა, რომ ის სასწრაფოდ, გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანონ, სადაც მსგავსი ტიპის პაციენტების მკურნალობის გამოცდილება არსებობს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი