ვიდრე პუტინი პრეზიდენტია, სააკაშვილისა და ნავალნის გათავისუფლების შანსი ნულის ტოლია - სოლოვეი

გამოქვეყნდა:

ვიდრე პუტინი პრეზიდენტია, მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც ალექსეი ნავალნის გათავისუფლების შანსი ნულის ტოლია - ამის შესახებ ჟურნალისტ იულია ლატინინასთან ინტერვიუში რუსი ანალიტიკოსი საუბრობს.

ვალერი სოლოვეი ამბობს, რომ სააკაშვილისა და ნავალნის ბედი ახლა ფაქტობრივად რუსეთის ხელშია, პუტინი მათ მტრად აღიქვამს, მტრებზე ფატალური შურისძიება კი, კრემლის ლიდერის სამარკო ნიშანია.

"ვიდრე პუტინი პრეზიდენტია, ეს შანსები 0-ის ტოლია. ჯერ მოკვდება სააკაშვილი და თუ ეს მოხდება, ასეთივე ბედი ელის ნავალნის. ახლა ის დაკავებულია მათი მოკვდინებით. რუსეთს აქვს კოლოსალური გავლენა სააკაშვილის ბედზე, აქვს შესაძლებლობებიც. პუტინი განრისხებულია სააკაშვილზე და მან შურისძიება იცის თავის მტრებზე. ის ცდილობს ეს შურისძიება ფატალური იყოს", - აღნიშნა სოლოვიევმა. 

კითხვაზე, რატომ არ არის ბიძინა ივანიშვილი ამ დრომდე სანქცირებულთა სიაში ის პასუხობს, რომ ადამიანებს, რომლებზეც სანქციებია დამოკიდებული, არ სურთ საქართველო "ჩაეხუტოს" რუსეთს.

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი