უკრაინა იმსახურებს NATO-ს წევრობას - ჩეხეთის ახალარჩეული პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის ახალარჩეული პრეზიდენტი, პეტრ პაველი აცხადებს, რომ უკრაინას უნდა მეცეს NATO-ში გაწევრიანების უფლება ომის დასრულებისთანავე. 

BBC-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უკრაინა "მორალურად და პრაქტიკულად მზად" იქნება, შეუერთდეს ალიანსს კონფლიქტის დასრულების შემდეგ.

"უკრაინელი სამხედროები, ალბათ ყველაზე გამოცდილები იქნებიან ევროპაში. უკრაინა იმსახურებს იყოს დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოების ნაწილი", - თქვა პაველმა.

BBC-ის დამაზუსტებელ კითხვას, ეხება თუ არა ეს ნატოში გაწევრიანებას, პაველმა დადებითად უპასუხა - "ვფიქრობ, ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ". ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და თქვა, რომ რუსეთის მხრიდან ამის არანაირი შანსი არ ჩანს.

"ომის დასრულება მთლიანად რუსეთის ხელშია. პრეზიდენტ პუტინისგან მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება იქნება საჭირო, რომ თავისი ძალები უკრაინიდან გაიყვანოს და ომი დასრულებულია", - აღნიშნა მან. 

მისი თქმით, ამაყობს, რომ მისი ქვეყანა, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გაუწია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი