კომპანიაში "ზეგ" სამართალდამცველები შევიდნენ. ეს არის ერთ-ერთი სამსახური, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. ცნობილია, რომ ეს კომპანია დაკვეთებს მხოლოდ უცხოეთიდან იღებდა და ქართულ ბაზართან შეხება არ ჰქონდა.
კომპანიის ხელძღვანელობამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მწუხარებას გამოთქვამდა მათი თანამშრომლის გარდაცვალების გამო. კომპანიის დირექტორის თქმით, თამარ ბაჩალეიშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ მენეჯმენტს გასულ კვირას აცნობა.
სავარაუდოდ, კომპანიაში სამართალდამცავების შესვლის მიზეზი გარდაცვლილის ოჯახის გამოთქმული ეჭვი იყო, რომ ეს უბედური შემთხვევა, შესაძლოა, სამსახურიდან ზეწოლის ფაქტებს უკავშირდებოდეს.
თამარ ბაჩალეიშვილის მეორე სამსახური კი რეგისტრაციის მისამართზე არ იძებნება.
შეგახსენებთ, 18 ივლისს გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი დღეს, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს ის თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, 21 ივლისს, ოჯახის ახლობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას ოჯახი მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებდნენ.