ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილის წერილებს ავრცელებს. მესამე პრეზიდენტმა ანა ფოტიგას ორი წერილი გაუგზავნა, ერთში ის ფოტიგას მიმართავს, მეორეს კი ევროპარლამენტის სახელზე წერს.
მიხეილ სააკაშვილი წერილში მის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ევროპარლამენტარს დახმარებას სთხოვს.
"მე მიხეილ სააკაშვილისგან რამდენიმე წერილი მივიღე. ბოლოს გამოგზავნილი წერილები მართლაც შემზარავია. მადლობას ვუხდი ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, ხვალ მის მდგომარეობასთან დაკავშირებით სასწრაფო დებატები გამართულიყო. მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა", - წერს ანა ფოტიგა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხვალ, 2 თებერვალს, ევროპარლამენტში დებატები გაიმართება.
ამავე თემაზე: