ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილს თვითდაზიანებაში ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას იხსნის

გამოქვეყნდა:

“პატიმარ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს" - ამბობს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს თვითდაზიანებაში ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას იხსნის.

"პატიმარ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ, პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის გამო და ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა. 

ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. პატიმრის აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია თუ არა თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი რაზეც პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ფორმით თვითდაზიანების წახალისებისა და მხარდაჭერით არის აქტიურად დაკავებული", - ამბობს ბრეგაძე. 

მისივე თქმით, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის "თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს".

პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, რასაც განუხრელად ვასრულებთ ნებისმიერი პატიმრის მიმართ. მსჯავრდებულ სააკაშვილს მისი პატიმრობის ყველა ეტაპზე დროულად მიეწოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იგი ახლაც მკურნალობის მიზნით იმყოფება კლინიკაში. პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამარცხვინო პერიოდი 2012 წლიდან საქართველოში ჩაბარდა ისტორიას, დღევანდელი ქართული სახელმწიფო კი მოქმედებს პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. 

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებლები პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე, - ამბობს ბრეგაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი