"ქართული ოცნება" კიდევ უფრო უახლოვდება კრემლს. ინტერნეტსივრცეში გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერით ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სულ უფრო აქტიურად თანამშრომლობენ რუს კოლეგებთან და ჩართული არიან სტრატეგიული პროექტების განხილვაში.
დღეს გავრცელებულ ფაილში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის საუბარია ჩაწერილი. საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებების წარმომადგენლები განიხილავენ რუსეთიდან საქართველოსკენ მომავალი ახალი გზის მშენებლობის პერსპექტივებს და ადასტურებენ, რომ სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ.