მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დრამატულად მძიმეა | დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტი მსოფლიომ სასამართლო პროცესზე იხილა

გამოქვეყნდა:

პირადად ბიძინა ივანიშვილისა და ოლიგარქიული რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დღეს საზოგადოება გამაოგნებელი სურათის მომსწრე გახდა. დემენციითა და კახექსიით დაავადებული დაუძლურებული და საწოლს მიჯაჭვული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება სიცოცხლის უფლებას ართმევს. სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს ისევ დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა და მოსამართლეს უმძიმესი დასკვნებების მოსმენა მოუწია. 

წონის პროგრესული კლება ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე პრობლემას წარმოადგენს, რადგან მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა. ფაქტს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მძევლის მდგომარეობა დრამატულად დამძიმდა, ვერ უარყოფს ვერც პენიტენციური სამსახური. თუმცა დღის ბოლოს კიდევ ერთხელ ხდება ცნობილი იუსტიციის მინისტრის პოზიცია. რატი ბრეგაძე პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში არ გადაიყვანენ. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი