"ჩვენი სისხლით უნდათ ტერიტორიების დაბრუნება და ჩვენს მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს დასცინიან" | დანილოვი საქართველოს ხელისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინელი ხალხის ბრძოლის ხარჯზე დაბრუნება სურს... ასევე, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს დასცინის", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსეი დანილოვმა ტელემარათონის ეთერში ისაუბრა

"ჩვენს მოქალაქეებს ადამიანურად უნდა მოვექცეთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი ციხეშია. მათ [საქართველოს ხელისუფლებამ] ცოტა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ, რომ დაცინვის ნაცვლად, ჩვენი მოქალაქე კიევში გაუშვან" - ამბობს დანილოვი.

დანილოვი ასევე ამბობს, რომ მისთვის "გაუგებარია, რა სამყაროში ცხოვრობენ ქართველები", რადგან, მისი თქმით, "ერთი მხრივ, ჩვენი სისხლით უნდათ დაიბრუნონ ტერიტორიები, მეორე მხრივ კი ჩვენს მოქალაქეებს დასცინიან... ეს უბრალოდ მიუღებელია"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი