ბოლივიის ქუჩებში აღმოჩენილი 400 გარდაცვლილიდან, უმეტესობა, სავარაუდოდ, COVID19-მა იმსხვერპლა

გამოქვეყნდა:


ბოლივიის პოლიციამ ხუთი უდიდესი ქალაქის ქუჩებსა და შენობებში 400-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინა, ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემაAljazeera“ ავრცელებს.  აღმოჩენილ ცხედრებზე, ქალაქ ლა პაზის პოლიციის უფროსმა ისაუბრა.

15 ივლისდან - 20 ივლისის ჩათლით, სამართლდამცველებმა  400-ზე მეტი ადამიანის ცხდარი აღმოაჩინეს, რომელთგან უმეტესობა, სავარუდოდ ეპიდემიამ იმსხვერპლა, დანარჩენი კი, სხვადასხვა დაავადებით ან ძალადობის შედეგად გარდაიცვალა - ამბობს კორნელ ივან როხასიმ.

ეს არ არის პირეველი შემთხვევა, როდესაც ბოლივიის პოლიციამ ქუჩებსა და საჯარო სივრცეებში ცხედრები აღმოაჩინა.

ჯამში კი, 1 აპრილიდან - 19 ივნისის ჩათვლით ქუჩებში ან სხვადასხვა დაწესებულებში ნაპოვი 3000-ზე მეტი ცხედრიდან, უმეტესობა სავარაუდოდ კორონა ვირუსით გარდაიცვალა. - ნაქვამია ბოლივიის სასამართლო ექპერტიზის ინსტიტუტის მიერ გამოქვენებულ  დასკვნაში.

ოფიციალური მონაცემებით ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბოლივიაში ინფიცირების 60 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 2200-მდე ადამიანი.

შეგახსენებთ, მსოფლიო მასშტაბით, 22 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსით  ჯამში 15,122,614 ადამიანი ინფიცირდა, 620,302  გარდაიცვალა და გამოჯანმრთელდა 9,138,584.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი