
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგარეო წნეხის გაძლიერება, რადგან "ქართულ ოცნებას" მხოლოდ ეს შეაცვლევინებს განზრახვას, რომლის მძიმე შედეგიც საზოგადოებამ გუშინდელ პროცესზე საკუთარი თვალით იხილა.
"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის უმძიმესი. ყველა სპეკულაცია მე მგონი ამ საკითხზე უნდა დასრულდეს. დანაშაულებრივი იყო გუშინ იუსტიციის მინისტრის განცხადება თავისივე შემოგდებულ საკითხებზე, რეანიმაციის თემებით სპეკულირება. საერთაშორისო ასპარეზზე ველოდები უახლოეს მომავალში ძალიან კონკრეტულ, ქმედით ნაბიჯებს. როგორც ევროპის მხრიდან, ასევე, აშშ-ის მხრიდან, როგორც ვიცი, ამაში პირდაპირ ჩართული არის პრეზიდენტი ზელენსკი და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები იქნება, რომელიც ვფიქრობ, აიძულებს "ქართულ ოცნებას" კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადადგას",- თქვა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ “პატიმარ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს". ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს თვითდაზიანებაში ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას იხსნის.
ვრცლად: