
სამოქალაქო სექტორი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს სასამართლოს, მიიღოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება. ორგანიზაციები ამბობენ, რომ ომბუდსმენის დასკვნის თანახმად, არსებობს სასჯელის გადავადების საფუძველი და მისი მკურნალობა მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკაშია შესაძლებელი, რაც გამოკითხულმა მოწმეებმაც დაადასტურეს.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი გაუარესება ნათელია სამედიცინო დასკვნებიდან და ექსპერტთა ჩვენებებიდან. მისი ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო ლეტალური შედეგის დადგომა, ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სასამართლოს, გაითვალისწინოს დარგის სპეციალისტთა დასკვნები და უმოკლეს ვადაში, მიიღოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება.
ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი და საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური კოლაფსი", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: