მოლდოვა ლავროვის განცხადებას "შემდეგ უკრაინაზე" მუქარად აფასებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შემდეგ "ანტირუსული ცენტრი" მოლდოვა გახდება - აცხადებს რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსულ მედიასთან ინტერვიუში. ლავროვი იმეორებს, რომ დასავლეთი ცდილობს მოლდოვა "მეორე უკრაინად" და ანტირუსული განწყობების მქონე ქვეყნად გადააქციოს.

ლავროვის მტკიცებით, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთის მიმართ "ღიად მტრულ პოლიტიკას" ეწევა და მზადაა გააკეთოს ყველაფერი, "დასავლეთის მოსაწონად".

ლავროვის თქმით, მოლდოვას სურვილი შეუერთდეს ნატოს და ევროკავშირს, მოწმობს მოლდოვის ხელისუფლების ანტირუსულ კურსზე.

ლავროვის განცხადება  მოლდოვამ უკვე შეაფასა, როგორც მუქარა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლავროვის სიტყვები მათზე, როგორც „შემდეგ უკრაინაზე“ მუქარის რიტორიკაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი