"სააკაშვილი ციხეში კვდება და ეს საქართველოს მომავალზე დიდ გავლენას ახდენს" | მწვავე დებატები და განხილვა ევროპარლამენტში

გამოქვეყნდა:

საქართველოს პოლიტიკური მომავალი პირდაპირ არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენასთან - ეს იყო დღეს მთავარი გზავნილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. ბრიუსელში ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხზე საგანგებო დებატები გამართეს, ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა სრულად აკისრია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, და ამ დრამის ლეტალური დასასრულის შემთხვევაში დასრულდება საქართველოს ევროპული პერსპექტივაც.

პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა ევროპარლამენტარებმა პერფორმანსიც გამართეს, რომლის გზავნილების მთვარი ადრესატიც ასევე "ქართული ოცნება" იყო. მმართველი პარტიის რეაქცია დასავლელი პარტნიორების გზავნილზე უცვლელია - ბიძინა ივანიშვილის კლანი პარტნიორების კრიტიკას კვლავ ღია თავდასხმით პასუხობს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი