"სააკაშვილმა შეუთვალა უკრაინელებს, რომ მისი გული მათ ეკუთვნის, როგორც ჩანს, ამან იმოქმედა ზელენსკიზეც და გულის სანაცვლოდ იცავს კრიმინალს" | წულუკიანი

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილმა კანონიერი სასჯელის თავიდან ასარიდებლად შეუთვალა უკრაინელებს ჩემი გული თქვენ გეკუთვნითო და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ... ამან ზოგიერთზე იმოქმედა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე" - ასე აფასებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს.

"რასაკვირველია, ჩვენ მოვუწოდებთ მას, პირადად მეც, რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება. პატიმარი არ ეგუება სასჯელს, რომელიც აქვს მისჯილი კანონიერად და ირჩევს, ყველაფერი გააკეთოს, რათა აირიდოს სასჯელი. მაგალითისთვის, შეუთვალოს უკრაინელებს, რომ ჩემი გული თქვენ გეკუთვნით და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ. როგორც ჩანს, ამან ზოგიერთზე იმოქმედა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე და ის სააკაშვილის გულის სანაცვლოდ გამოვიდა და იცავს კრიმინალს.

ამიტომ ჩვენ პირველ რიგში, ვინც ვართ ამ ქვეყნის შიგნით და გარედან არ ვუყურებდით უბედურებებს, რაც ამ ადამიანმა დაატრიალა ქვეყნაში, უნდა გავიხსენოთ, რისთვის არის სასჯელმისჯილი პატიმარი – არაერთი დანაშაულისთვის, რომლებიც მძიმე დანაშაულებია. შესაბამისად, საჭიროებს სასჯელის მოხდას. პატიმარმა უნდა შეცვალოს ქცევა, გამოიყენოს დახმარება, მათ შორის ფსიქოლოგის, თუ საჭიროა ფსიქიატრისაც და შეეგუოს სასჯელს. კანონში ასე წერია, რომ დააშავებ, შემდეგ მოგისჯიან და სასჯელი არის მოსახდელი. ეს მარტივი ანა-ბანაა, რომელსაც უნივერსიტეტების პირველ ფაკულტეტებზე ასწავლიან" - ამბობს წულუკიანი [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მიზანი მისი მოკვლაა - ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, ავსტრიის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და მედიას მიხეილ სააკაშვილის ფოტოები აჩვენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი