
ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიური ანგარიში, სადაც შეფასებულია საქართველოს შესაძლებლობები აღოს ვალდებულებები ერვოკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. დოკუმენტში დეტალურადაა გაანალიზებული რას მიაღწია ქვეყანამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობსი კუთხით, რომელიც ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს.
ანგარიში ეხება მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მედიას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს. ანგარიში დაფუძნებულია საქართველოსთვის გამოგზავნილ კითხვარზე მიღებულ პასუხებს.
ქვემოთ მოცემულია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თარგმანი.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ზომიერად არის მომზადებული:
აქვს მომზადების გარკევული დონე:
ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკომისიის შეფასებით, საქართველო კონკურენციის პოლიტიკის სფეროში მომზადების ადრეულ ეტაპზეა. იგივე შეფასება აქვს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროს.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველო რეგიონული პოლიტიკის სფეროში მომზადების ადრეულ ეტაპზეა.
კომპანიების სამართლის სფეროს შეფასებისას აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცემ მხარი დაუჭირა საწყის ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივად გათანაბრებისთვის ბევრ სფეროში, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება უახლეს კანონმდებლობას. ასევე უნდა უზრუნველყოს ფინანსური და ადამიანური რესურსების შესაბამისი დონე ზედამხედველობის, გამოძიებისა და სანქციების ამოცანების შესასრულებლად.