ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს დისტანციურად ვერ ესწრება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის მოხდის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს. 

დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ესწრება მიხეილ სააკაშვილი. 

"წარმოდგენილია ოქმი, რომლის მიხედვითაც, დისტანციურად ჩართვაზე განაცხადა უარი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და თანახმაა პროცესი ჩატარდეს მისი დასწრების გარეშე", - წაიკითხა მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომაზე წარმოდგენილი ოქმი. 

დღევანდელ პროცესზე "ვივა მედის" დირექტორი, ნინო ნადირაძე დაიკითხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი