აშშ და ჩინეთი მორიგ დიპლომატიურ კრიზისში

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურ პეკინს ჰიუსტონში, ტეხასის შტატში საკონსულოს დახურვა მოსთოხვა და ბრძანების შესასრულებლად 72 საათი მისცა. ამის შესახებ ინფრომაციას გავლენიანი ამერიკული პუბლიკაცია New York Times-ი ავრცლებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი გადაწყვეტილება ჩინეთის მხირდან მრავალწლიანი შპიონაჟით ახსნა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა წლების განმავლობაში მასშტაბური უკანონო შპიონაჟით იყო დაკავებული და შეერთბული შტატების ტერიტორიაზე ამერიკის მოქალაქეებისა და მთავრობის ოფიციალური პირების წინააღმდეგ მოქმედებდა, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესს-სპიკერი მორგან ორტაგუსი.

შეერთებული შტატების საპასუხოდ, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ, ვუჰანში ამერიკის საელჩოს დახურვა დაანონსა. შეერთებული შტატების საპასუხოდ, ოფიციალური პეკინის საგარეო უწყება კი, თეთრ სახლს საერთშორისო სამართლის დაღვევაში ადანაშაულებს.

გარკვეული დროის განმავლობაში, შეერთებული შტატების მთავრობა ჩინეთს სტიგმატიზაციითა და ჩინეთის სოციალურ სისტემაზე თავდასხმით, ამერიკაში ჩინელი დიპლომატებისა და საკონსულოში დასაქმებული ადამიანების დევნით, ჩინელი სტუდენტების დაშინებით, მათი დაკითხვით, პირადი ელექტრონული მოწყობილებების კონფისკაციითა და მათი უმიზეზო დაჭერით იყო დაკავებული, - ამბობს უწყების წარმომადგენელი.

შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ღია პოლიტიკური დაპირპისპირება 2018 წელს სავაჭრო ომით დაიწყო. მხარეებმა არაერთი შეხვედრისა და მოლაპრაკების მიუხედავად, ქვეყნებს შორის სავაჭრო თანამშროლობას ვერ მიაღწიეს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, ოფიციალური პეკინი ეპიდემიის ადრეულ ეტაპზე ინფორომაციის დამალვაში, კოვიდ19-ის შესახებ დოკუმენტაციის განადგურებასა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე ზეწოლაში დაადანაშულა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი