ნინო ნადირაძეს ცხოვრებაში არ შევხვედრივარ - ბურჯანაძე "ვივა მედის" დირექტორს ტყუილში ამხელს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, კლინიკა "ვივა მედის" დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე თქვა, რომ სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდა და მასთან ისაუბრა. 

გიორგი ბურჯანაძე აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და წერს, რომ ნინო ნადირაძეს არასდროს შეხვედრია და აღნიშნული განცხადება სრული სიცრუეა. 

"დღევანდელ პროცესზე ნინო ნადირაძეს უთქვამს სახალხო დამცველის მოადგილეს შევხვდიო და რაღაცები ვუთხარიო. ცხოვრებაში არ შევხვედრივარ, არც ვივამედში და არც სხვაგან ნინო ნადირაძეს. ხოდა ეს ინფო და შინაარს არის ტყუილი." - წერს ბურჯანაძე

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნადირაძე ამტკიცებდა, რომ სახალხო დამცველის მოადგილე  კაბინეტში ეჯდა,როდესაც გია გრიგოლიას კითხვებს უსვამდა.

 "სახალხო დამცველის ექსპერტიზაში ვინც არის, ყველა ჩემი მეგობარია. სახალხო დამცველის მოადგილე მეჯდა კაბინეტში, როდესაც გია გრიგოლიას ძალიან ბევრი კითხვა დავუსვი და ის ყველაფერზე დამეთანხმა, მაგრამ ამიხსნა, რომ ასეთი პოლიტიკა და პოზიცია, რაც მათ უჭირავთ, საქმე მოითხოვს და სხვა გზა არ აქვთ. სახალხო დამცველის მოადგილეც იქ იჯდა და ვუთხარი, რომ მე ისეთ სამართლებრივ ქვეყანაში, სადაც საქმეს რომ სჭირდება, მე თავი უნდა დავხარო და ვთქვა, რომ შტერი ვარ, ამას ხელს არ მოვაწერ, გადით და კიბეებზე რაც გინდათ ის თქვით - მეთქი. სახალხო დამცველს მე არასდროს დავუცვივარ, ის მხოლოდ პოლიტიკოსებს იცავს. ჩემი თავის დამცველი ისევ მე ვიქნები, არავის იმედი არ მაქვს, ოღონდ შიმშილობას არ დავიწყებ" - თქვა ნადირაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი