
მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დღეს სანახაობად იქცა. კომიკური იქნებოდა საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესი, რომ არა საკითხის სიმძიმე. სხდომა, სადაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხი წყდება, სახელმწიფო ბრალდების მოწმემ შოუდ აქცია. ვივა მედის დირექტორი, რომლის დაკითხვასაც ყველა დიდი ინტერესით ელოდა, სრულიად სხვა სივრცეში აღმოჩნდა.
ნინო ნადირაძე სხდომაზე ექსპერტის სტატუსით იყო დაბარებული, თუმცა დაკითხვის ძირითადი ნაწილი გლამურზე, მაღალ მოდასა და მამაკაცების სიმპათიაზე საუბრობდა. ამ ფარსის დასრულების და შესვენების შემდეგ სხდომა საქმიან გარემოში გაგრძელდა და მხარეებმა სახელმწიფო ექსპერტიზის ავტორები დაიკითხეს.
სამხარაულის ბიუროს თანამშრომლები იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ სააკაშვილს არ სჭირდება საზღვარგარეთ მკურნალობა, თუმცა ისიც აღიარეს, რომ მათი დასკვნა სპეციალისტების გამოკითხვის და პაციენტის გამოკვლევის გარეშე დაიწერა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი