უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა წელს დაიწყოს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა წელს დაიწყოს - მოსაზრება ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში გამოთქვა.

„დღეს კიევში უკრაინა-ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართა. საკმაოდ კონკრეტული შეთანხმებები გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, თუ როგორ დაუახლოვდება უკრაინა ევროკავშირს. რაზე შევთანხმდით დღეს? არსებობს შეთანხმება, რომ წელს შესაძლებელია დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პარტნიორები ასევე თანხმდებიან, რომ წელს, ისევე როგორც წარსულში, აუცილებელია გაძლიერდეს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა და რუსეთზე სანქციებით ზეწოლა.

პრეზიდენტის თქმით, უფრო კონკრეტულად ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტის შესახებ, მომდევნო კვირაში ისაუბრებს.

კიევში დღეს უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართა, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარი ჟოზეფ ბორელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. 

უმაღლეს შეხვედრაზე დამტკიცდა სამოქმედო გეგმა უკრაინის ეკონომიკის სექტორების ევროკავშირის საერთო ბაზარში შემდგომი ინტეგრაციისთვის.

გარდა ამისა, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებიდან, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი ძირითადად ტექნოლოგიურ სფეროს შეეხება

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი