"ორშაბათს ბოლო პროცესია, ალბათ, იმ დღესვე გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას" - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე ორშაბათს, 6 თებერვალს ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება.

ხაჭაპურიძის თქმით, მოსამართლე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ორშაბათსვე გამოაცხადებს.

"ორშაბათს 17:00 საათზე არის ბოლო პროცესი, მხარეები ვიტყვით ჩვენ დასკვნით სიტყვებს და ალბათ, იმ დღესვე გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე ისტორიული გადაწვეტილება უნდა გამოაცხადოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი