ნადირაძე ყველაფერზე საუბრობდა მნიშვნელოვანი გარემოებების გარდა, თუმცა მძიმე ავადმყოფობის ერთი დიაგნოზი დაადასტურა - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე 3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკა "ვივა მედის" დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ პროცესზე ნადირაძემ ყველაფერზე ისაუბრა გარდა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი გარემოებებისა.

რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის ორ მოწმეს, ხაჭაპურიძის თქმით, მათი დაკითხვით დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ყალბია.

"ქალბატონი ნინო ნადირაძე, რომელიც სიმართლე გითხრათ, იუმორის სტილში შეიძლება ამ ყველაფრის განხილვა, რადგან ყველაფერზე საუბრობდა, გარდა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი გარემოებებისა. დაადასტურა მძიმე ავადმყოფობის ერთი დიაგნოზი, ხოლო რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ის ამაში კომპეტენტური არ არის. რაც შეეხება ექსპერტებს, რომლებიც დაიკითხნენ, აშკარად გამოიკვეთა მათი დასკვნის სიყალბე, ერთმა საერთოდ არ იცოდა რაზე მოაწერა ხელი და თქვა, რომ მე ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ და მეორე, ფსიქიატრი, მან თქვა, რომ მან ჩაატარა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ისე რომ არ უნახავს ფიზიკურად ადამიანი. ორშაბათს 5 საათზე არის ბოლო პროცესი, მხარეები ვიტყვით ჩვენ დასკვნით სიტყვებს და ალბათ იმ დღესვე გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

ხაჭაპურიძემ ასევე აღნშნა, რომ საქმეზე სასამართლოს სხდომა ორშაბათს, 17:00 საათზე გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი