მიხეილ სააკაშვილის სასამართლოები დასკვნით ფაზაშია - საცირკო წარმოდგენად ქცეული პროცესი, რომელზეც სიცოცხლის საკითხი წყდება

გამოქვეყნდა:

როგორ ართმევენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიცოცხლეს და აწამებენ, ამას პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ. უმძიმესი სანახავია დაუძლურებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც  დემენციას, ანორექსიასა და კახექსიას  ებრძვის. ყველაზე პრობლემატური მისთვის წონის პროგრესული კლებაა. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები დასკვნით ფაზაში გადადის. ამ კვირაში სასამართლოზე დაცვისა და ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. მოსამართლეს უმძიმესი დასკვნების მოსმენა ცენტრ ემპათიისა და სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებისგან მოუწია.  ამის მიუხედავად, ოცნების პროპაგანდა ფორმაშია და მომაკვდავი პრეზიდენტის დასცინის.  განსაკუთრებით აქტიურობენ ის ადამიანები, ვისაც მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობა და სიცოცხლე აბარია. ვივა-მედის დირექტორმა სასამართლო სხდომა და მისი დაკითხვა  სანახაობად გადააქცია. ნინო ნადირაძე პროცესის მიმდინარეობისას მამაკაცებთან ღლიცინებდა, არაფერ შუაში იყო მაგრამ მოსამართლეს მის პირად ცხოვრებაზე უყვებოდა  და საზოგადოებას მაღალ მოდაზე ესაუბრებოდა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი