"იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, მთავარია, მოსამართლემ ზეწოლას გაუძლოს" -ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე ხვალ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო სხდომა გაიმართება.

მხარეები პროცესზე დასკვნით სიტყვას წარადგენენ, რის შემდეგაც მოსამართლე გიორგი არევაძე სათათბიროდ გავა. უცნობია ხვალვე გამოცხადდება თუ არა საქმეზე გადაწყვეტილება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე დაცვის მხარის პოზიციას დააკმაყოფილებს, რადგან მისი თქმით, მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოში არცერთი შესაბამისი მტკიცებულება არ წარუდგენია.

"დასკვნით სიტყვას ვიტყვით და ამის შემდეგ, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი. გარდა სამხარაულის გაყალბებული დასკვნისა და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის ექიმისა, არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება. ახლა მთავარია მოსამართლემ იმ ზეწოლების მიუხედავად, რაც ხორციელდება სასამართლოზე, თავის თავში იპოვოს ძალა, გაუძლოს ამ ზეწოლას და მიიღოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

სხდომა სასამართლოში 17:00 საათზე დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი