ენმ-ის თავმჯდომარე 4-ის ნაცვლად, 2 წლით აირჩევა, შემდეგი არჩევნები კი 2025 წელს ჩატარდება | ბეჟაშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, 4-ის ნაცვლად, 2 წლის ვადით აირჩევა, შემდეგი არჩევნები კი 2025 წელს ჩატარდება - ამის შესახებ პარტიის ახლადარჩეულმა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბაჟაშვილმა ისაუბრა. 

"მინდა, პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებები გაგაცნოთ. პირველი ცვლილება უკავშირდება, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევითობა 2 წელიწადში ერთხელ იყოს განსაზღვრული. ანუ, დღეს მოქმედი პოლიტსაბჭოს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა შემცირდება და პარტიის თავმჯდომარე 2 წლით აირჩევა. 2025 წელს ახალი არჩევნები იქნება. მეორე ცვლილება უკავშირდება რეგიონული საბჭოების შემოღებას. საბჭოები ყველა რეგიონში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გათვალისწინებით შეიქმნება... ასევე, განსაზღრული გვაქვს, რომ პოლიტსაბჭოს უფლებამოსილება 4 წლის ნაცვლად, 2 წლის ვადით იქნება დადგენილი. შესაბამისად, პოლისტაბჭოს თავმჯდომარის არჩევნებიც 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევითობა სავალდებულო წესით იქნება, არა უმეტეს 2 წლის ვადით", - თქვა ბეჟაშვილმა პარტიის ყრილობაზე.

იხილეთ ასევე:

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი