გათავისუფლება ან სასჯელის გადავადება | ერთი დღე მიხეილ სააკაშვილის გადამწყვეტ პროცესამდე

გამოქვეყნდა:

ერთი დღე გადამწყვეტ პროცესამდე - ხვალ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომაა დანიშნული. მოსამართლე გიორგი არევაძემ პასუხი უნდა გასცეს მარტივ კითხვას, გადაუვადებს ის სასჯელს მიხეილ სააკაშვილს და მისცემს მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელების საშუალებას, თუ პაციენტის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მას ნელი და მტანჯველი სიკვდილისთვის გაწირავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ექსპერტთა სამმა ჯგუფმა სამი სხვადასხვა დიაგნოზი დაუსვა, დემენცია, კახექსია და მალაბსორბცია. სამივე მათგანი თავისთავად, ცალკე აღებულიც კი უმძიმესი დიაგნოზია და საკმარისი საფუძველია სასჯელის გადავადებისთვის. სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მსოფლიო მედიცინის აღიარებული ექსპერტები, რომლებმაც ფიცის ქვეშ გაიმეორეს საკუთარი დაკსვენები და დიაგნოზები. ამის პასუხად კი პენიტენიცური სამსახური ამ მოწმეების დისკრედიტაციას ცდილობდა. ემპათიას ექსპერტიზის არგუმენტების საპირწონედ კი "ვივა მედის" კლინიკის დირექტორმა იაფასიანი შოუ შესთავაზა საზოგადოებას, სასამართლოს დისკრედიტაციის აშკარა ელემენტებით.  

ასეთი ცინიზმით მიუდგა ხელისუფლება  პროცესს, რომელზეც გაცილებით მეტია დამოკიდებული ვიდრე მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლე. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობა, სავარაუდო მოწამვლის ვერსია და პაციენტის ჯანმრთელობისადმი აგდებული დამოკიდებულება სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არანაკლებ მძიმე კვალს ჩვენს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზეც ტოვებს.

თუკი მესამე პრეზიდენტს კვლავენ, მასთან ერთად კლავენ ჩვენში ემპათიის გრძნობას, კლავენ ჩვენში მოქალაქეობრივ პასუხიმსგებლობას, კლავენ სამართლის მოლოდინს, კლავენ სახელმწიფოებრიობის განცდას, საბოლოოდ კლავენ დემოკრატიის ისედაც სუსტ ჩანასახს და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს. ამ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის შემოქმედებმა ჩვენ, რიგითი მოქალაქეებიც ამ დანაშაულის თანამონაწილეებად გვაქციეს. 

ხვალინდელი პროცესი საღამოს 5 საათზე იწყება, მხარეებს დასკვნითი სიტყვები ექნებათ, რის შემდეგაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. როგორი იქნება ეს ვერდიქტი - პოლიტიკური, რასაც ასე შეგვაჩვიეს, თუ სამართლებრივი.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი