გინდა მშვიდობა - ემზადე ომისთვის!!! უძველესი სიბრძნე 21 საუკუნის გეოპოლიტიკაში სრულიად ახლ დატვირთვას იძენს. რუსეთის მეზობელი ყველა სახელმწიფო, და არა მხოლოდ მეზობელი, სამხედრო ბიუჯეტს ზრდის, ახალი თაობის იარაღისა თუ ტექნოლოგიების შესაძენად. ლოგიკა მარტივია - რუსეთს გაუქრეს სურვილი საკუთარი საბჭოთა წარმოების ტანკები ევროპის ქალაქებში გაასეირნოს.
NATO-ს სადამფუძნებლო პრინციპს, სამხედრო დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის ანაკალებ 2% იყოს, ალიანსის ყველა წევრი უკვე გადაჭარბებით ასრულებს, იგივეს აკეთებს ჩვენი უახლოესი სამეზობოლოც. საქართველო კი პირიქით, სამხედრო ბიუჯეტს მშპ-სთან მიმართებით ამცირებს, და ამ თანხის დიდ ნაწილსაც ხელფასებზე, ფეხსაცმელსა და სოციალურ უზრუნველოყოფაზე მიმართავს.