თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე დასკვნითი სხდომა იმართება.
პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარადგენენ, რის შემდეგაც მოსამართლე გიორგი არევაძე სათათბიროდ გავა.
პროცესი 30 წუთის წინ დაიწყო და დასკვნით სიტყვას, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე კითხულობს.
შეგახსენებთ, რომ სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეზე სხდომები 1-ელი დეკემბრიდან იმართება, თუმცა უცნობია დღესვე გამოაცხადებს თუ არა მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტილებას.
ავტორი: ზურა პეტროსიანი