მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პარალელურად, საქალაქოს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლოს პარალელურად, საქალაქოს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. ადგილზე არიან მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც. 

აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და მისი გადარჩენის ერთადერთი გზა მესამე პრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანაა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებული ბოლო პროცესი მიმდინარეობს. შესაძლებელია, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ დღესვე გამოაცხადოს საბოლოო გადაწყვეტილება, გადააუვადებს თუ არა მესამე პრეზიდენტს განაჩენს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი