"დღეს ამ დარბაზში წყდება არამხოლოდ ბატონი სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, აქ წყდება საქართველოს მომავალი" | ხაჭაპურიძის მიმართვა მოსამართლეს

გამოქვეყნდა:

"დღეს ამ დარბაზში წყდება არამხოლოდ ბატონი სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, იმავდროულად აქ წყდება საქართველოს მომავალი" - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლე არევაძეს საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხიელ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. 

ხაჭაპურიძემ მოსამართლეს შუამდლომლობით მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს სასჯელისგან ან ალტერნატივის სახით გადაიდოს განაჩენის აღსრულება. 

პატივცემულო მოსამართლე, მე განვიხილე საქმეში არსებული მტკიცებულებები, თქვენ უსმენდით საქმეს. აქედან გამომდინარე, თვალს ადევნებდით ..საინტერესო პასუხებს, სასამართლო ინსტინქტების დონეზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. მწამს, რომ თქვენ გამოიტანთ კანონიერ და სამართლებრივ გადაწყვეტილებას. საზოგადოებას სჭირდება მართლმსაჯულება. მჯერა, რომ თქვენ  შემოიფარგლებით მხოლოდ იმით, რაც გაარკვია სასამართლომ. დღეს ამ დარბაზში წყდება არამხოლოდ ბატონი სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, იმავდდროულად აქ წყდება საქართველოს მომავალი...

ბატონო მოსამართლე, თქვენ შეგიძლიათ დღეს თქვენი გადაწყვეტილებით ითამაშოთ ისტორიული როლი და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას. ეს შანსი თქვენ ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა დღეს თქვენს ხელთაა. მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალყურს რა გადაწყვეტილებას მიიღებთ - ვართ კი ჰუმანიზმის მატარებელი ერი თუ ისევ იქ ვართ, სადაც პირველი პრეზიდენტი, ბატონი გამსახურდია მოვკალით, - განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

შეგახსენებთ, რომ სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეზე სხდომები 1-ელი დეკემბრიდან იმართება, თუმცა უცნობია დღესვე გამოაცხადებს თუ არა მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტილებას.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი