
"შემდეგი იქნება სტრასბურგი", - თქვა მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილების შემდეგ მიხიელ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ. მისი თქმით, არც მას და არც მიხეილ სააკაშვილს სხვა არანაირი მოლოდინი არ ჰქონდა.
"არავითარი სხვა მოლოდინი მე არ მქონია და არც ჩემს შვილს იმიტომ, რომ ეს მოლოდინი რა პირობებშიც ჩვენ ვცხოვრობთ სხვა გადაწყვეტილება არ ისეიზლებოდა, რომ ყოფილიყო" - ამბობს გიული ალასანია.
მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ დასკვნით სხდომაზე გამოაცხადა.