თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურის, კომპანია "ზეგ-ის" ოფისში კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ

გამოქვეყნდა:

გუშინ, 21 ივლისს ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ კომპანია "ზეგში'', სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი პროგრამისტად მუშაობდა. სამართალდამცველებმა ოფისიდან 50-მდე კომპიუტერი და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს.

გამოძიება კომპანიის თანამშრომლების ტექნიკით დაინტერესდა, ხოლო რამდენად მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებები ამოიღეს სამართალდამცველებმა "ზეგის'' ოფისიდან, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

კომპანია "ზეგის" წარმომადგენელი ნიკოლოზ გეჯაძე ამბობს, რომ ისინი მზად არიან გამოძიებასთან სრულად სათანამშრომლოდ. 

გუშინ ღამიდან აგორდა ჭორები, რომ ხარ ტროლები ვართ, ხან არ ვიცი, უკვე იმდენი სხვადასხვა ისტორია იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და სავარაუდოდ, გამოძიებამ გადაწყვიტა, ეს გადაემოწმებინა, - ამბობს იგი.  

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ორ სამსახურში მუშაობდა, რაც კომპანია "ზეგის" დირექტორის თქმით, გახდა კიდეც ბაჩალიაშვილის ამ სამსახურიდან წასვლის მიზეზი, ზედმეტი გადატვირთულობის და დროის უქონლობის გამო. 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი