"გადაწყვეტილება პოლიტიკურია... ამას არასდროს შევეგუებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე" | გიორგი სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

"გადაწყვეტილება პოლიტიკურია... ამას არასდროს შევეგუებით. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე", - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა.

...მთელი თანამეგობრობა, ჩვენ გვიდგას უკრაინა, რომლის მოქალაქეც დღესდღეისობით არის და სირცხვილი ჭამა საქართველოს ხელისუფლებამ და აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე... რა თქმა უნდა, [გადაწყვეტილება] პოლიტიკურად მიღებული იყო, 3 საათზე მეტია უკვე ვიმყოფებით. მოისმინა საბოლოო სიტყვები და არც გასულა სათათბიროდ. ანუ, აქედან დასკვნა, რომ ეს არის დაცინვა. ეს არის მმართველი პარტიის, ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დაკვეთით და ახლა ხარობენ ქართველები, რომლებიც ზიან იქ, შუშის სასახლეში და მეორე რუსეთში. ჩვენ ამას არასდროს არ შევეგუებით. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და ამ სირცხვილს ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავს მმართველი ხელისუფლება, - ამბობს გიორგი სააკაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი