"17:00 საათზე კანცელარიასთან ვიკრიბებით და ეს იქნება მასშტაბური პროტესტის დაწყება" | მუმლაძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი მუმლაძე დღეს, 17:00 საათზე კანცელარიის შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას აანონსებს. ამის შესახებ მან მოსაშვილის ქუჩაზე, პრემიერ ღარიბაშვილის სახლთან მიმდინარე დემონსტრაციაზე ისაუბრა.

ქუჩის პროტესტი არის მთავარი ხაზი, რითიც შეგვიძლია ასე ვაიძულოთ, გაძლიერებული კორდონის ქვეშ იცხოვრონ, იარსებონ, იმოღვაწეონ. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს ექნება განცდა, რომ არავის შერჩება მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობამდე მიყვანა. 

ამას გავაკეთებთ ქუჩის აქტიური პროტესტით და ამიტომ, 17:00 საათზე, კანცელარიასთან ვიკრიბებით და ეს იქნება მასშტაბური პროტესტის დაწყება, რომელიც უნდა გაგრძელდეს მთელი საქართველოს მასშტაბით,  - ამბობს მუმლაძე. 

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მუშაობას წყვეტს და საგანგებო რეჟიმზე გადადის. 

ამ გადაწყვეტილებებით ენმ-ის წევრები მოსამართლე არევაძის მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურებიან.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. 

მანამდე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დასკვნითი სიტყვებით განახლდა. გადაწყვეტილება კი მოსამართლე არევაძემ სწორედ ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი